ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების, საერთაშორისო სტანდარტებისა და აღიარებული პრაქტიკების საფუძველზე, შევუწყოთ ხელი საქართველოში სამუშაო და ბიზნეს გარემოს მდგრად, უსაფრთხო და ეფექტიან განვითარებას.
კერძოდ:
დამსაქმებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია — იდეის და დაგეგმვის ეტაპიდან, რეალიზაციასა და განვითარებამდე.
სამსახურებრივ საქმიანობაში რუტინის მაქსიმალური შემცირება ყველა სფეროსა და მიმართულებაში, რათა გაიზარდოს ყურადღება გონივრულ, შემოქმედებით, ინოვაციურ და რეალური ღირებულების მქონე საქმიანობებზე.
ჯანსაღი კონკურენციისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვის გზით.
გაციფრულების უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარალელურად შესაძლო რისკების გააზრებითა და მართვით.
დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს მაქსიმალურ გაუმჯობესებას - პროდუქტიულობის, ეფექტიანობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით.