ვებ-ტექნოლოგია წარმოადგენს კომპიუტერული მოწყობილობებს შორის კავშირს, შინაარსობრივი, ასოციაციური და მიმანიშნებელი კონტექსტით. იმისათვის, რომ ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერზე გადავაგზავნოთ ინფორმაცია ან მივიღოთ მეორე კომპიუტერიდან რაიმე სახის სერვისი ან ინფორმაცია, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება ვებ-ტექნოლოგია.



ვებ-ტექნოლოგია წარმოადგენს კომპიუტერული მოწყობილობებს შორის კავშირს, შინაარსობრივი, ასოციაციური და მიმანიშნებელი კონტექსტით. იმისათვის, რომ ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერზე გადავაგზავნოთ ინფორმაცია ან მივიღოთ მეორე კომპიუტერიდან რაიმე სახის სერვისი ან ინფორმაცია, სწორედ ამ მიზნით გამოიყენება ვებ-ტექნოლოგია.

ქსელური კომუნიკაციების OSI მოდელის მიხედვით, ვებ-ტეტქნოლოგიები განეკუთვნება მე7 დონე, აპლიკაციების დონეს, რომელიც ფუნქციონირებს ძირითადად შემდეგი პროტოკოლებით: HTTP, HTTPS, DNS, FTP, DNS, DHCP, SSH, TELNET, IMAP, POP3, SMTP, LDAP, NTP, და სხვა მრავალი საჭირო პროტოკოლი.

OSI მოდელი შედგება სხვადასხვა შრეებისგან 1-დან 7 დონემდე, სადაც თითოეული შრე თავის როლზე და მიზანზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, მე4 შრე წარმოადგენს ტრანპოსრტირების შრეს, სადაც ფუნქციონირებს TCP/UDP პროტოკოლი, რომლების როლიც არის ორ კომპიუტერ შორის პაკეტების მიმოცვლა. ხოლო მე3 შრეზე IP მისამართები ან ზოგადად ქსელური მისამართების განსაზღვრა, რითაც უკავშირდება 2 მოწყობილობა ერთმანეთს.

თუმცა ამ შრეების ცოდნა და კომუნიკაციების არსი განეკუთვნება ქსელურ ინჟინერიას და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომელთა დანიშნულებაც არის ფიზიკურად კავშირგაბმულობა და ქსელური არქიტექტურის მოწყობა. რომელსაც თავის განვითარება და გამოყენება გააჩნია.

ვებ-პროგრამირება უფრო მომხმარებლებზეა გათვლილი, უშუალოს იმ პირებზე ვინც ამ ქსელურ და კომპიუტერულ მომსახურებას ღებულობენ. ვისაც აინტერესებს კონტენტი და არა მის უკან ტექნოლოგია. ვებ-პროგარმირება არის გარკვეულ წილად ადამიანურ ენას მიახლოებული სკრიპტული ენა, რომლის საშუალებითას შეგვიძლია გადავცეთ ერთი კომპიუტერიდან მეორეზე ტექსტური, ვიზუალური და აუდიო მონაცემები, სიფრული მონაცემები და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ პროტოკოლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდენ.

იმისათვის, რომ გარკვეულმა პროტოკოლმა იფუნქციონიროს ამისათვის აუცილებელია რომ შესაბამისი სერვისი გაშვებული იყოს ერთ-ერთი კომპიუტერზე (რომელსაც სერვერს უწოდებენ), რომელსაც გარკვეული მისამართით იქნება რეგისტრირებული კომპიუტერულ ქსელში (რომელსაც ჰოსტ უწოდებენ), ხოლო მეორე კომპიუტერი დაუკავშირდება ამ ჰოსტის საშუალებით სერვერს და იმოქმედოს პროტოკოლის შესაბამისად. (ასეთ კომპიუტერებს კლიენტებს უწოდებენ).
 
ვებ-ტექნოლოგიის ერთ-ერთი სამომხმარებლო მიმართულებად გამოვყოფ HTTP/HTTPS პროტოკოლებს, რომელიც წარმოადგენს ჰიპერტექსტური მონაცემების გადაცემის საშუალებას "Hypertext transfer protocol", იგივე ტექსტური სახით ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემის საშუალებას. სწორედ ამ პროტოკოლის მოხმარებისთვის აუცილებელია არსებობდეს "HTTP/HTTPS სერვერი" სადაც გაშვებულია აღნიშნული პროტოკოლი, ხოლო მეორე კომპიუტერიდან მოხდება ამ არხზე დაკავშირება, პირობითად: http://ServerComputerName. სწორედ ამ დაკავშირების შედმეგ ამოქმედდება HTTP/HTTPS პროტოკოლის ფუნქიონალი, რომელიც იღებს გარკვეულ დავალებებს კლიენტის მხრიდან, ასწრულებს და უბრუნებს შესაბამის პასუხს უკან..

HTTP/HTTPS პროტოკოლი, მიღებულ მოთხოვნას ამისამართებს შესაბამის პროგრამულ კოდზე, ლოგიკურ ნაწილზე, რომელიც ეშვება და მოთხოვნის შესაბამის ამოცანებს ასრულებს, ხოლო მის მიმდინარეობისას ან დასრულების თანავე ატყობინებს კლიენტს სასურველ შედეგს. (ამ პროგრამულ ნაწილს ეწოდება საიტი), ხოლო თვითოეული საიტი შეიძლება შედგებოდეს ცალკეული გვერდებისგან, საიდაცან წამოვიდა დასახელება ვებ-გვერდი.

რეალურად, თითოეული შრეს თავის მიზანი გააჩნია და სწორედ ვებ-ტექნოლოგიის არსიც არის ის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულმა პირმა გაიგოს, მისთვის რა ამოაცნის შესრულებაა მთავარი, შემდეგ რომელ შრეზე და მარტივად მოახდინოს თავის სასურველი ამოცანის გადაწყვეტა.

ხოლო, თუ ვებ-ტექნოლოგიებს შევხედავთ როგორც კომუნიკაციების პროგრამირებად შესაძლებლობას, მაშინ მთლიანად ახალი გარემო და შესაძლებლბოა ეხსნება ნებისმიერ ბიზნეს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის და სხვა მოქნილი ხელსაწყოების ჩართვის. რეალურად, ნებისმიერპირს თავის საქმიანობა შეუძლია გარდასახოს ახალ შესაძლებლობად და განავითაროს ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით.

მინიმუმ უკეთესად გააცნოს თვის საქმიანობა სხვებს, ქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია უფრო დიდ მასებთან, გაიგოს ბაზრის მდგომარეობა, ჩაატარო კვლევები, გააფართოოს პროდუქტთა ასორტიმენტი და აშ. რეალურად არცერთი ბიზნესი არ არსებობს, თუ დაინტერესებული მხარე და მომხმარებელი არ გყავს. ხოლო ამ მხარეს ყოველთვის ჭირდება ორმხრივი კომუნიკაცია და უფრო მეტიც, კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია რაიმე საქმიანობის არსებობა.

აქედან გამომდინარე დროულად ჩართვა, ათვისება ვებ-ტექნოლოგიების და განვითარება აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

გისურვებთ წარმატებას,

პატივისცემით საიტის ადმინისრაცია,
contact@mfes.ge

კითხვები მოგვწერეთ, მაქსიმალურად ვეცდები დავდოთ შესაბამისი ბლოგი











♥ / 👁 2282 უკან
Cookie გამოყენების თანხმობა
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ პოლიტიკას და წესებს, მათ შორის Cookie-ის გამოყენების უფლებას, რომლითაც ვუზრუნველყოფთ, რომ საიტზე მუშაობა უფრო ადვილი გავხადოთ.
დათანხმებაX დახურვა
კონფიდენციალურობის შეთანხმება | მოხმარების პირობები | მისია
© 2015-2025 შპს მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.; ყველა უფლება დაცულია;