ჰოსტინგი 2021-11-09 16:49:01
ჰოსტინგი, როგორც ვებ-საიტების და ვებ-სერვისების განსათავსებელი სივრცე ინტერნეტში, რა არის და როგორ უნდა შევარჩიოთ.

ჰოსტინგი

რა არის ჰოსტინგი?
ჰოსტინგი არის ციფრული სივრცე (კომპიუტერი, სერვერი, ვირტუალუი მანქანა და აშ), რომელიც ჩართულია ინტერნეტში ან კომპიუტერულ ქსელში და მასზე განთავსებული ინფორმაცია, სერვისები ან პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომის გარკვეული ჯგუფებისთვის. 

რატომ მჭირდება "ჰოსტინგი"?
თუ გსურთ, რომ ადამიანთა ჯგუფებისთვის (ან კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის და აშ) შექმნათ საერთო სივრცე ინტერნეტში, საიდანაც მიაწვდით ან მიიღებთ გარკვეულ სახის ინფორმაციას, სერვისს, განახორციელებთ სხვადასხვა სახის ელექტრონულ-ციფრულ მოქმედებებს და აშ, მაშინ თქვენ გჭირდებათ "ჰოსტინგი", რომელსაც გაომიყენებთ სწორედ თქვენი ელექტრონული-ციფრული ოპერაციების /მოქმედებების სამართავად.

რა განსხვავებაა ჰოსტინგებში?
ჰოსტინგი არსებობს რამდენიმე ტიპის, რომელთა განსხვავებულობა მოკლედ ჩამოვწერ, თუმცა მათ დანიშნულებაზე საუბარი საკმაოდ ვრცლად შეიძლება, ამიტომ ქვემოთ განვავრცობ ყველაზე მოთხოვნად ჰოსტინგის ტიპებზე. კერძოდ, ვინაიდან ჰოსტინგზე უნდა განვათავსოთ ციფრული სახით ინფორმაცია, შესაბამისად ის შესაძლოა იყოს მხოლოდ მეხსიერების ბარათის მსგავსი. თუმცა ვინაიდან მან ერთდროულად უნდა უპასუხოს ვიზიტორთა ჯგუფს (მომხმარებლებს), შესაბამისად მას უნდა შეეძლოს კომპიუტერული მოწყობილობის მსგავსად ლოგიკური ოპერაციების (ალგორითმების) განხორციელება. კერძოდ: ბრძანებების მიღება და შესრულება, ინფორმაციის მიღება და დამუშავება,  დამახსოვრებული ფაილების გადაგზავნა და აშ

სწორედ ჰოსტინგის პარამეტრები ყველაზე მარტივად გამოიყურება ისე, როგორც კომპიუტერის მონაცემები: მას უნდა ქონდეს მეხსიერების ბარათი (HDD/SDD/etc) და მასზე შესაძლებელი უნდა იყოს გარკვეული ბრძანებების განხორციელება, რომლისთვისაც გამოიყნება სხვადასხვა ოპერაციული სისტემები, მაგალითად Linux/Windows და აშ.

შესაბამისად ჰოსტინგის პარამეტრები შესაძლოა შეფასდეს შემდეგი პარამეტრებით:
- პროცესორი CPU - რომელიც პასუხისმგებელია სერვერზე გაშვებული პროგრამების სისწრაფეზე და შესაძლებლობებზე
- ოპერატიული მეხსიერება RAM - რომელიც პასუხისმგებელია ერთდროულად ამოცანების შესრულებაზე და ბუფერულ მოცულობაზე
- ქსელური ადაპტერი - რომელიც პასუხისმგებელია ინტერნეტ სიჩქარეზე და სტაბილურობაზე
- ინტერნეტთან ტრაფიკი - რომელიც ინტერნეტთან მიმოქცევის მოცულობას განსაზღვრავს და პარალელური მომხმარებლების მართვისთვის ენიჭება უპირატესობა
- ოპერაციული სისტემები - Windows/Linux და აშ, რომელიც თქვენი სერვერული ამოცანის მიხედვით არის შესარჩევი.
- HDD/SSD - სივრცე, ჰოსტინგზე მონაცემების განთავსებისთვის.
- Apache/IIS და ვებ-სერვისების სამართავი პროგრამები
- CPanel/DirectAdmin/Plesk - ჰოსტინგის სამართავი ვებ-პროგრამული უზრუნველყოფა
- Asp, PHP, Jsp, Perl და პრე-პროცესორული/სკრიპტული პროგრამული ენების მხარდაჭერა
-  NodeJS/SocketIo  და სხვა სერვერული სკრიპტული მხარდაჭერა
- უსაფრთხოება (Antivirus, AntiSpam, SSL Certificate და აშ )
- სარეზერვო ასლების მართვის შესაძლებლობა - Backup/Restore
- და სხვა მრავალი პარამეტრები, რომელიც საერთო ჯამში ქმნიან და უზრუნველყოფენ ჰოსტინგის ხარისხს


ვინაიდან და რადგანაც, ჰოსტინგზე მრავალმხრივი ამოცანების განხორციელებაა შესაძლებელი, და ყველა ამოცანას თავისზე მორგებული კომპიუტერული მოწყობილობა ჭირდება, ჰოსტინგის განსხვავდება თავის კონფიგურაციით და შესაძლებლობებით.





1. საზიარო ჰოსტინგი (Share hosting):
ჰოსტინგის, რომელიც წარმოადგენს ერთ ვირტუალურ ან ცალკე მდგომ მანქანაზე გაშვებულ ერთ სადგურს, სადაც რეგისტრირდება რამდენიმე დომენი და თითოეულ დომენზე ნაწილდება რესურსები ამ სადგურისთვის გამოყოფილი რესურსებიდან.
+ ასეთი ტიპის ჰოსტინგები არის ძირითადად იაფი, აქვს რესურსების ოპტიმალურად გადანაწილების შესაძლებლობა. 
- თუმცა მისი სისუსტეა როდესაც დაიტვირთება ნელდება, ერთი საიტის შეცდომა შესაძლოა აისახოს მეორე საიტზე, ერთიანად მოხვდეს სერვერზე განთავსებული დომენები შავ-სიაში ან რაიმე საფრთხის წინაშე. ასეთი ტიპის სერვერებზე ძირითადად აკრძალულია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, როგორიც არის Nodejs, Socket.io და აშ. საზიარო რესურსების კონფლიქტის არიდების და სხვა უსაფრთხოების მიზნებისთვის

დანიშნულება: საზიარო ჰოსტინგი, მიზან შეწონილია დამწყები სტარტაფებისთვის ან ისეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც საწყის ეტაპზე ხარჯების სიმცირე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ონლაინ მომსახურების ხარისხზე ზრუნვა

2. ვირტუალური გამოყოფილი სერვერები (VDS): ვირტუალური მანქანა, რომელსაც გამოყოფილი აქვს ფიქსირებული რესურსები. ეს სერვისი გამოიყენება, მაშინ როდესაც წინასწარ განსახორციელებელ ამოცანისთვის, მკაფიოდ განსაზღვრულია რესურსები და სტაბილურობას ენიჭება უპირატესობა
+ ფაქტობრივად უტოლდება ცალკე მდგომ სერვერს მცირე რესურსებით, მისი შენახვა ჯდება ბევრად იაფი, რადგან სერვერული მანქანა, რომლის ჩაშლა ხდება ვირტუალურ მანქანებად, მისი მთლიანი ფასი, ფართი და მართვისტვის საჭირო რესურსები გაცილებით დაბალი ხარჯები ჭირდება, ვიდრე ცალცალკე მდგომი მანქანებით შედგენილი იგივე სერვერული ინფრასტრუქტურა. 
- ნებისმიერი საზიარო რესურსი, დამოკიდებულს გხდის სხვა რესურსების მოქმედებაზე. მეტნაკლებად დაცულია VDS/VPS მაგრამ, მაინც რისკი იმის, რომ სერვერი შესაძლოა გაითიშოს ან გამოვიდეს მწყობრიდან, მარტო თქვენ სერვერულ საქციელზე არ არის დამოკიდებული და რისკი იზრდება იმდენჯერ, რამდენი ვირტუალური მანქანაც არის სერვერზე. 


3. ვირტუალური კერძო სერვერი (საზიარო რესურსით). (VPS), იგივე გამოყოფილი მანქანა VDS-ისას, ერთი იმ განსხვავებით რომ გამოუყენებელი რესურსებს შორის შესაძლო მოხდეს თანაკვეღა. დღესდღეობით პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ამის უსაფრთხო და მართვად შესაძლებლობას, რაც 99.99% უახლოვებს VDS სერვის. ამიტომ უმეტეს პროვაიდერ კომპანიები უმეტეს წილად თავაზობენ VPS. უპირატესობა და სისუსტეები მსგავსია VDS-ის.

მიზნობრიობა: როდესაც დამოუკიდებელი სერვერი გჭირდებათ, სერვერის შეძენა და შენახვის რესურსებისტვის ხარჯები არ გაქვთ გათვალისწინებული, არ გყავთ IT გუნდი და გსურთ სერვერული პროექტები განხორციელება, ასეთ დროს უმჯობესია გამოიყენოთ გამოცდილი კომპანიის IT რესურსი და ისარგებლოთ VPS.

გაითვალისწინეტ, VDS/VPS სერვერზე, სერვერის გაწყობა თქვენ უნდა შეასრულოთ ან თავად პროვაიდერ კომპანიას ან გარე IT კომპანიას დაუკვეთოთ, რომელიც სერვერს მოამზადებს კონკრეტული ამოცანებისთვის, რაც მოიცავს: ოპერაციული სისტემის გამართვას/კონფიგურაცის, ვებ-სერვერის ინსტალაციას და კონფიგურაციას, მეილ-სერვერის ინსტალაციას და კონფიგურაციას, წვდომების მართვას და უსაფრთხოებას და აშ.

4. გამოყოფილი ჰოსტინგის სერვერი - ცალკე მდგომი სერვერი, ფიზიკური მანქანა. რომელზეც გაშვებულია ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა ჰოსტინგისთვის და ემსახურება მხოლოდ ერთ ჰოსტინგის ამოცანებს.
+ სრული წვდომა სერვერზე, რესურსების სრული ფლობა, სტაბილურობის უზრუნველყოფის მაღალი ხარისხი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 
- ფასები, შენახვის სირთულე. 


5. გადამყიდველის საზიარო სერვისი - Reseller Share hosting - ჰოსტინგი, რომლის რესურსების გაყოფა და გადაყიდვაა შესაძლებელი. თუ გსურთ საკუთარი ჰოსტინგ პროვაიდერი მოწყობა, მაშინ თქვენთვის არის განკუთვნილი ასეთი ტიპის ჰოსტინგი.


6. კოლოკაცია: 
იმისათვის, რომ თქვენი პირადი სასერვერო მოაწყოთ, აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი ფართი, ეგ.წ სასერვერო ოთახი. სადაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს: სივრცე, კარადები, ელ.ენერგიის წყარო,  გაგრილების სისტემა, ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა, ინტერნეტი და ქსელური გაყვანილობა (რაც დღეისთვის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული), უსაფრთხოების სისტემები და საბოლოოდ სერვერული ინფრასტრუქტურა.

იმისათვის, რომ მხოლოდ სერვერზე და მის ფუნქციონალზე იზრუნოთ, ხოლო სხვა ტავის ტკივილი აიცილოთ, ამისთვის ხშირად მიმართავენ კოლოკაციას, რომელიც მხოლოდ სერვერისთვის განკუთვნილი ფართის ქირას გულისხმობს, ელ.ენერგიითა და ინტერნეტ სიჩქარი.


მადლობა 






♥ / 👁 2325 უკან
Cookie გამოყენების თანხმობა
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ პოლიტიკას და წესებს, მათ შორის Cookie-ის გამოყენების უფლებას, რომლითაც ვუზრუნველყოფთ, რომ საიტზე მუშაობა უფრო ადვილი გავხადოთ.
დათანხმებაX დახურვა
კონფიდენციალურობის შეთანხმება | მოხმარების პირობები | მისია
© 2015-2024 შპს მრავალ ფუნქციური ელექტრონული სისტემა / მ.ფ.ე.ს.; ყველა უფლება დაცულია;